დავით ბაქრაძე - რას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს გადაეცა ქართული მიწა უკანონოდ? ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომლის წინაშეც „ქართული ოცნება“ აყენებს ქვეყანას

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება დავით გარეჯის საკითხით რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

მისივე შეფასებით, პროკურატურა პოლიტიკური შეკვეთების შესრულებითაა დაკავებული.

„საკითხი ეხება დავით გარეჯს, ყველა ჩვენგანისთვის მტკივნეულ თემას, ეს კეთდება დღეს როცა კავკასია არის აფეთქების ზღვარზე, პრაქტიკულად მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში და მე მაქვს შეკითხვა ხელისუფლებასთან - რას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს გადაეცა ქართული მიწა უკანონოდ? ტერიტორიულ პრეტენზიას ვუყენებთ აზერბაიჯანს დღეს, როდესაც ომის პირას დგას მთელი კავკასია? „ქართული ოცნება“ ამას აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემები გადაფაროს, იმისთვის, რომ საჩხერის მოდელი გადაფაროს, იმისთვის, რომ ოპოზიციას ებრძოლოს. დღეს მივდივართ იმ გზით, რომ გამწვავებულ ვითარებაში აზერბაიჯანთან ახალი პრეტენზიების სერიას ვხსნით? ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომლის წინაშეც „ქართული ოცნება“ აყენებს ქვეყანას. პროკურატურა დღეს უნდა იძიებდეს, რა მოხდა გუშინ მარნეულში, პროკურატურა უნდა იძიებდეს შარშან, 20 ივნისს ვინ დათხარა ბავშვებს თვალები, პროკურატურა უნდა იძიებდეს რა მოხდა მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის ნაცვლად, პრიკურატურა კიდევ ერთხელ არის დაკავებული პოლიტიკური შეკვეთების შესრულებით. ეს პოლიტიკური შეკვეთა შეიძლება ძალიან საშიში იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესისთვის ამ კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც მთელი კავკასია დგას ფართომასშტაბიანი კონფლიქტის წინაშე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დავით გარეჯში სიტუაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებამ გააუარესა.

„დავით გარეჯის საკითხი ფუნდამენტურად დააზიანა დღევანდელმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომლის განცხადების შემდეგ აზერბაიჯანმა გადადგა მთელი რიგი ძალიან მძიმე ნაბიჯები. ქართველი სასულიერო პირებისთვის და მომლოცველებისთვის ბევრად უფრო მძიმე გახდა დავით გარეჯში შესვლა. აზერბაიჯანმა იქ კონკრეტული ინფრასტრუქტურა ააშენა, რამაც გააუარესა მანამდე არსებული მდგომარეობა. თუ ვსაუბრობთ, რამ გააუარესა მდგომარეობა დავით გარეჯში, მდგომარეობა გააუარესა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა და „ქართული ოცნების“ მოქმედებებმა და ეს ყველამ ვნახეთ შარშან“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისათვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო