დღეიდან ამოქმედებული კრიტერიუმების თანახმად, უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა, გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან ამოქმედებული გამოჯანმრთელებულთა კრიტერიუმების მიხედვით, უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს.

სწორედ ამ მიზეზით ახსნა თამარ გაბუნიამ დღეს გამოჯანმრთელებული მოქალაქეების სიმრავლე.

როგორც მან აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოჯანმრთელებული პაციენტების ოდენობა მომდევნო დღეებშიც მაღალი იქნება.

„საწოლფონდის პრობლემა ამ ეტაპზე აჭარაში ნამდვილად არაა. დღეს 110 საწოლია თავისუფალი. ასევე, გეტყვით, რომ ძალიან მაღალი იყო დადასტურებული შემთხვევები სექტემბრის შუარიცხვებიდან. უკვე ორასამდე მივედით. ეს რიცხვები ერთმანეთს დაემატა. გამოჯანმრთელების ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა დღეს დილიდან. რაც ნიშნავს, რომ თუ უსიმპტომოა პირი, 10 დღის გასვლის შემდეგ მას შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს. აქ საქმე გვაქვს გამოჯანმრთელების სტატუსის მინიჭებასთან, როცა 2 ან 3 დღის ინფიცირებულებს ერთდროულად მიენიჭათ გამოჯანმრთელების სტატუსი და ამდენად ეს მაჩვენებელი მაღალია. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე მაღალი იქნება გამოჯანმრთელებულების მაჩვენებლები, რადგან მაღალი იყო გასული 10-12 დღის განმავლობაში ინფიცირებულების ოდენობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს