ეკა ბესელია - რას ვამბობთ, რომ მეზობელმა სახელმწიფომ მიიტაცა უკანონოდ თუნდაც, ვიღაცის დახმარებით ჩვენი კუთვნილი ტერიტორია?!

ახლომხედველობა რომ ახასიათებს სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას", ეს ეტყობა ბევრ საზიანო გადაწყვეტილებას, ესეც ახლომხედველობით ნაკარნახევი ქმედება მგონია,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში დაწყებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, მმართველ გუნდს გააზრებული არ აქვს, რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამას მეზობელთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს. ეკა ბესელია ამბობს, რომ ეს თემა არასდროს ყოფილა წამოწეული აქამდე და ამ გამოძიების დაწყების სახიფათო კონტექსტზე საუბრობს.

„არ ვიცი ეს დეტალები, პირველად მესმის და პირველად არ უნდა მესმოდეს, თუნდაც მე, რადგან ვიყავი მმართველ პარტიაში და ამაზე ერთხელ მაინც უნდა ყოფილიყო საუბარი, ან იმ კომისიის ფარგლებში მაინც უნდა ყოფილიყო საუბარი, რომელიც იყო პარლამენტში ან რომელიმე კომიტეტს უნდა ჰქონოდა ეს ინფორმაცია, ვინც ამ კომისიასთან კავშირშია, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ან რომელიმე სხვას. მაგრამ ახლა, როცა სომხეთ- აზერბაიჯანს შორის არის ასეთი კონფლიქტი და ძალიან სახიფათო მოვლენებია ჩვენს სამეზობლოში, ამავე დროს არის არჩევნების წინა პერიოდი, ამ თემის ასე გახსნა, არის აბსოლუტურად გაუაზრებელი, რა შედეგების მომტანი შეიძლება ის იყოს, მათ შორის, მეზობელთან ურთიერთობის პროცესში, რომელიც არის საომარი მდგომარეობის პროცესში და საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთადერთი მედიატორის ფუნქცია. ვის აძლევს ხელს- მე მგონია, რომ ეს იყო გათვლილი როგორც ბრალდება წინასაარჩევნოდ ოპონენტების მიმართ და საკმაოდ მძიმე ფორმით გაკეთებული. კალენდარს რომ დავხედავთ, პირველი კითხვა ჩნდება - რატომ ახლა, თუ ეს ინფორმაცია არსებობდა? მეორე - გააზრებული აქვთ თუ არა თუნდაც რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას თუნდაც, მეზობელთან ურთიერთობაში. ანუ რას ვამბობთ, რომ მეზობელმა სახელმწიფომ მიიტაცა უკანონოდ თუნდაც, ვიღაცის დახმარებით ჩვენი კუთვნილი ტერიტორია?! ეს სამართლებრივ- პოლიტიკურად რომ ძალიან მძიმე შინაარსის მატარებელია, ეს ხომ უნდა ესმოდეს ხელისუფლებას?

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ ასეთი რამ არის უნდა მიიჩქმალოს, მაგრამ დროს, კონტექსტს და შესაძლო გაგრძელებას ამ ბრალდების და ამ თემის რა შეიძლება მოჰყვეს, ეს ხელისუფლებას გააზრებული უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამ კითხვებსაც უპასუხოს ახლა, რა ხდებოდა ამ 8 წლის განმავლობაში? "- აცხადებს ბესელია.

ცნობისათვის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს