გიორგი ვაშაძე - გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და ფულის კეთების გასაგრძელებლად

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციული ქმედებები ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვას ემსახურება.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მართებს, რადგან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია თანამდებობების შესანარჩუნებლად არჩევნებამდე ყველაფერზეა წამსვლელი.

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედებები „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის მხრიდან, რომ არ ვისაუბროთ უმუშევრობაზე, კორონავირუსის გაქცევაზე და ამ მიმართულებით არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე, არ ვისაუბროთ ლარის კურსზე და უმუშევრობაზე. ამიტომ ისინი თავად ესხმიან თავის თავს და თავადვე აკეთებენ ამ ყველაფერს. პოლიციაც მათია, კამერებიც მათ აქვთ დამონტაჟებული, ყველაფერი მათია და საქმის გამოძიებას რაღა უნდა? არაფერი, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ამას აკეთებენ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ ყურადღება გადავიტანოთ.

დღეს რამდენიმე გარდაცვლილი გვყავს კოვიდით, მაგრამ მედია საშუალებებში ბოლო საკითხად დგას, ზუსტად ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ მიზანიც. მივმართავ საზოგადოებას, ვიყოთ ყურადღებით, ეს არის მათი მავნე მცდელობა ამ პროვოკაციულ, ძალადობრივ ქმედებებზე გადაიტანონ მთელი ყურადღება და ასევე მივმართავ ოპოზიციურ ძალებს, ჩვენ გვმართებს ხუთჯერ მეტი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და ფულის კეთების გასაგრძელებლად“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი ვაშაძე - გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და ფულის კეთების გასაგრძელებლად

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციული ქმედებები ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვას ემსახურება.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მართებს, რადგან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია თანამდებობების შესანარჩუნებლად არჩევნებამდე ყველაფერზეა წამსვლელი.

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედებები „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის მხრიდან, რომ არ ვისაუბროთ უმუშევრობაზე, კორონავირუსის გაქცევაზე და ამ მიმართულებით არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე, არ ვისაუბროთ ლარის კურსზე და უმუშევრობაზე. ამიტომ ისინი თავად ესხმიან თავის თავს და თავადვე აკეთებენ ამ ყველაფერს. პოლიციაც მათია, კამერებიც მათ აქვთ დამონტაჟებული, ყველაფერი მათია და საქმის გამოძიებას რაღა უნდა? არაფერი, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ამას აკეთებენ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ ყურადღება გადავიტანოთ.

დღეს რამდენიმე გარდაცვლილი გვყავს კოვიდით, მაგრამ მედია საშუალებებში ბოლო საკითხად დგას, ზუსტად ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ მიზანიც. მივმართავ საზოგადოებას, ვიყოთ ყურადღებით, ეს არის მათი მავნე მცდელობა ამ პროვოკაციულ, ძალადობრივ ქმედებებზე გადაიტანონ მთელი ყურადღება და ასევე მივმართავ ოპოზიციურ ძალებს, ჩვენ გვმართებს ხუთჯერ მეტი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და ფულის კეთების გასაგრძელებლად“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია