არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯზე - დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში პოლიტიკურ ჩარევას ოპოზიცია ვერ შეძლებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კითხვებს ბადებს, რატომ დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ” დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით “თავის მართლება”.

როგორც ის აცხადებს, დავით გარეჯის საკითხი ზეპარტიულია და მასში პოლიტიკურ ჩარევას ოპოზიცია ვერ შეძლებს.

“დავით გარეჯის საკითხი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. სწორედ ამიტომ ჩვენ ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით და თუ წინა წლებში მოლაპარაკებების რომელიმე ეტაპზე ამ პროცესში იკვეთება რაიმე სამართალდარღვევა ან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, რასაკვირველია, ვთვლით, რომ ეს უნდა იყოს გამოძიებული. მართალი გითხრათ, გაკვირვებული ვიყავი, როდესაც პირველი სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” და ძველი ოპოზიციის მხრიდან მოვისმინე ამაზე პოლიტიკური კომენტარები, გამოჩნდა, რომ დაიწყეს თავის მართლება. ეს ბადებს კითხვებს, რატომ მიიღეს მათ ასე მწვავედ ამ გამოძიების დაწყება, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს, სადაც ყველა თანამოქალაქე, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ერთიან პოზიციაზე უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, ამ გამოძიების პროცესში პოლიტიკურ ჩარევას ოპოზიცია ვერ შეძლებს, ეს პროცესი იქნება სამართლებრივი, ობიექტური და დადგინდება, რა მოხდა რეალურად”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)