სერგეი ლავროვი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მოსკოვში შეხვედრას სთავაზობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰან ბაირამოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოგრაბ მნაცაკანიანთან სატელეფონო საუბრები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცეს.

”სერგეი ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი გააგრძელებს შუამავლის როლის შესრულების მცდელობას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად, რისი მიზანიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკურად და დიპლომატიურად მოგვარების პირობების შექმნაა. მან ასევე დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვი შესაბამისი კონტაქტების ორგანიზების პლატფორმად იქცეს, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრისთვის", - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსმა დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნების აუცილებლობას.

იხილეთ ვიდეო: სერგეი ლავროვი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მოსკოვში შეხვედრას სთავაზობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა