ამირან გამყრელიძე - დარწმუნებული ვარ, პანდემიიდან გამოვალთ შედარებით ნაკლები დაზიანებით - საპანიკო არაფერია, პროცესი მართვადია

მიმდინარეობს დიდი მუშაობა, რომ სამედიცინო და ჯანდაცვის ქსელის მზადყოფნის პროცესი იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რადგან კორონავირუსული ინფექცია კიდევ დიდხანს იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აჭარაში 700-ზე მეტი ადამიანი სახლის პირობებში და 1 100 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში, გადის მკურნალობას.

„ეს ინფექცია კარგა ხანს იქნება, ჩვენ ვსწავლობთ და ვისწავლეთ თანაცხოვრება ამ ვირუსთან ერთად. ჩენ უნდა დავიცვათ ბალანსი - რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები და სწრაფად მოვახდინოთ მათი იზოლირება, ასევე სწრაფად მოხდეს მათი კონტაქტების იზოლირება. მივედით აპრობირებულ მოდელებზე და საკმაოდ კარგად გაიტესტა ეს მოდელები პილოტირების რეჟიმში აჭარის რეგიონში. დღევანდელი დღის მონაცემებით აჭარაში 700-ზე მეტი ადამიანი გადის მკურნალობას სახლის პირობებში, ასევე 1 100 ადამიანი კოვიდ-სასტუმროებში, ხოლო სტაციონარში მკურნალობას გადიან საშუალო სიმძიმით, მძიმე პნევმონიით და რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ დამხმარე სუნთქვის რეჟიმებს.

აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ზრდა და მოსალოდნელია, რომ რიცხვები კვლავ გაიზარდოს, პროცესი სრულად მართვადია ჯანდაცვის სექტორის მიერ. ამიტომ კოორდინირებული მუშაობით შევაკავებთ ამ ინფექციას, რომ მან არ მიიღოს უფრო ფართომასშტაბიანი ხასიათი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საპანიკო არაფერია და პროცესი სრულად მართვადია.

„ციფრებს, რაც დღეს გვაქვს, ყოველდღიური ახალი შემთხვევები - დამერწმუნეთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორი და ქართველი საზოგადოება ვმართავთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ პანდემიიდან გამოვალთ შედარებით ნაკლები დაზიანებით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს მოსახლეობის გვერდში დგომის და დარწმუნებული ვარ პანდემიის დასასრულსაც საქართველო იქნება ამ პანდემიასთან ბრძოლის მხრივ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. საპანიკო არაფერი არ არის, პროცესი მართვადია და ჩვენ ერთად უნდა ვმართოთ ეს პროცესი“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს