დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე - დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც იქნება მისაღები მათთვისაც და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეც

ახლა უნდა დავწყნარდეთ, კომისიამ იმუშაოს. დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც იქნება მისაღები ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და მათთვისაც , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის საკითხის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, არასახელმწიფოებრივია ოპოზიციის განცხადებები დავით გარეჯის საკითხის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირებასთან კავშირის შესახებ.

ამასთან, მინისტრმა იმ ახალ მასალებზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციებს ამყარებს.

„წელს პანდემიის გამო განახლებულმა კომისიამ დაგეგმილი შეხვედრები ვერ გამართა, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი დღით არ შეგვიწყვეტია მუშაობა. კომისიის სრული შემადგენლობა ყოველდღიურად მუშაობდა, რომ მოგვეპოვებინა ახალი მასალები. როდესაც ახალი კომისია შეიკრიბა, გავაანალიზეთ, თუ რა მასალებზე დაყრდნობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, აღმოჩნდა, რომ საქართველოს პოზიციები გარკვეულწილად შესუსტებული იყო, რადგანაც ჩვენ არ გვქონდა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებული ყველა შესაძლო კარტოგრაფიული მასალა იქნებოდა თუ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნა. სწორედ ეს გავაკეთეთ პანდემიის პირობებში, 7 თვის განმავლობაში, როდესაც იმუშავა უწყებამ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მასალები, კარტოგრაფიული მასალები, რუკები, ექსპერტების დასკვნები მოვიპოვეთ. სწორედ ამან მომცა იმის თქმით საფუძველი, რომ შეთანხმებები, რომელებიც 2006-2007 წლებში იქნა მიღწეული, იმის გამო რომ სრულფასოვნად არ იყო ის მასალები გამოყენებული, რომლებიც ჩვენს პოზიციას გაამყარებდა, ეს იქნებოდა საფუძველი, რომ იქ მიღწეული შედეგები გადასინჯულიყო. ამაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ძალიან გულწრფელი საუბარი გვქონდა.

სამწუხაროდ, ეს იყო დღეები, როდესაც არ იყო ესკალაცია დაწყებული, კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთეს და ეს თემა მიაბეს იმ დაპირისპირებას, რომელიც შემდგომ განვითარდა. წამოვიდა დეზინფორმაციის ნიაღვარი, პირადად ჩემს მიმართ შეტევა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ ჩვენ, რადგან ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება.

ახლა უნდა დავწყნარდეთ, კომისიამ იმუშაოს და კომისიის ფარგლებში მოხდეს იმ მასალების განხილვა, რითაც ამყარებდა ჩვენ პოზიციებს. დარწმუნებული ვარ, ორმხრივად აზერბაიჯანთან მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც იქნება მისაღები მათთვისაც და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეც“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს