გია ვოლსკი - დავით აღმაშენებლიდან სულგუნზე ჩამოსვლა მგონი, სააკაშვილს ცუდად ახასიათებს

ახლახანს გვეუბნეოდა სააკაშვილი, რომ საქართველოში კულტურა შემოიტანა და დავით აღმაშენებელს გაუტოლა თავი, დავით აღმაშენებლიდან სულგუნზე ჩამოსვლა მგონი, ცუდად ახასიათებს მას,- ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კითხვას, თუ როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სულგუნისა და ტყემლის საერთაშორისო ბაზარზე გატანის აუცილებლობის შესახებ.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები სააკაშვილისგან კომიკურად ჟღერს.

„საერთოდ, საქართველოს აქვს ისეთი პროდუქტები, რომელიც ახასიათებს ჩვენი სამზარეულოს თვითმყოფადობას და ამით მნიშვნელოვნად ცნობილია, მათ შორის ღვინით და სხვა პროდუქტებით, მაგრამ სააკაშვილისგან ეს კომიკურად ჟღერს, რადგან სულ ახლახანს გვეუბნეოდა, რომ საქართველოში კულტურა შემოიტანა და დავით აღმაშენებელს გაუტოლა თავი. დავით აღმაშენებლიდან სულგუნზე ჩამოსვლა მგონი, ცუდად ახასიათებს ამ პოლიტიკურ ლიდერს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს