მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადების გამარჯვებულებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს ინფორმატიკის (IOI 2020) 32-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ნიკოლოზ ბირკაძე და თეიმურაზ თოლორაია ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ, არჩილ ბასაძიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ლუკა მუშკუდიანმა კი – ბრინჯაოს მედალი.

ქართველმა მოსწავლეებმა ასევე დიდ წარმატებას მიაღწიეს მათემატიკის 61-ე (IMO 2020) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე. ოქროს მედლის მფლობელი ნიკოლოზ ბირკაძე გახდა, თეიმურაზ თოლორაიამ და ლუკა მუშკუდიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ანა ონოფრიშვილმა და ზაურ ბოკელავაძემ – ბრინჯაოს მედლები. ამასთან, ოლიმპიადის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკოლოზ ბირკაძემ, ქართველი ოლიმპიელების მანამდე არსებული საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა, ის პირად ჩათვლაში IV ადგილზე გავიდა.

„მსურს, მთელი გულით მოგილოცოთ მიღწეული წარმატება! მართალია, უჩვეულო გარემოში მოგიხდათ ასპარეზობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეძელით თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობები გამოგევლინათ მსოფლიო მასშტაბით და გამარჯვება მოგეპოვებინათ. მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თქვენს მწვრთნელებსა და ოლიმპიადების ორგანიზატორებს. მჯერა, რომ წინ საინტერესო აკადემიური ცხოვრება გელით და თქვენს პროფესიულ განვითარებას დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს“. აცხადებს მიხეილ ჩხენკელი:

მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს ისტორიული მნიშვნელობის მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო და ამ უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვა შესთავაზა. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება.

ინფორმატიკისა და მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადები წელს პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

2020 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით განხორციელდა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადების გამარჯვებულებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს ინფორმატიკის (IOI 2020) 32-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ნიკოლოზ ბირკაძე და თეიმურაზ თოლორაია ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ, არჩილ ბასაძიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ლუკა მუშკუდიანმა კი – ბრინჯაოს მედალი.

ქართველმა მოსწავლეებმა ასევე დიდ წარმატებას მიაღწიეს მათემატიკის 61-ე (IMO 2020) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე. ოქროს მედლის მფლობელი ნიკოლოზ ბირკაძე გახდა, თეიმურაზ თოლორაიამ და ლუკა მუშკუდიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ანა ონოფრიშვილმა და ზაურ ბოკელავაძემ – ბრინჯაოს მედლები. ამასთან, ოლიმპიადის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკოლოზ ბირკაძემ, ქართველი ოლიმპიელების მანამდე არსებული საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა, ის პირად ჩათვლაში IV ადგილზე გავიდა.

„მსურს, მთელი გულით მოგილოცოთ მიღწეული წარმატება! მართალია, უჩვეულო გარემოში მოგიხდათ ასპარეზობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეძელით თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობები გამოგევლინათ მსოფლიო მასშტაბით და გამარჯვება მოგეპოვებინათ. მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თქვენს მწვრთნელებსა და ოლიმპიადების ორგანიზატორებს. მჯერა, რომ წინ საინტერესო აკადემიური ცხოვრება გელით და თქვენს პროფესიულ განვითარებას დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს“. აცხადებს მიხეილ ჩხენკელი:

მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს ისტორიული მნიშვნელობის მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო და ამ უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვა შესთავაზა. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება.

ინფორმატიკისა და მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადები წელს პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

2020 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით განხორციელდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია