სერგი კაპანაძე - აშკარაა, რომ უცხოელი პარტნიორების შეფასებებზე გავლენა ექნება ხელისუფლების მხრიდან ძალადობას

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ეს განცხადება კარგი სიგნალია ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ ამგვარი ტიპის ძალადობა შეწყვიტონ. კაპანაძის თქმით, ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ უცხოელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებან საარჩევნო პროცესს და ასეთ ფაქტებს გავლენა ექნება მათ საბოლოო შეფასებაზე.

„ჩვენ ვნახეთ აშშ-ის ელჩის განცხადება, რომელიც ეხება ბოლო პერიოდში საქართველოში მომრავლებულ ინციდენტებს და თავდასხმებს ოპოზიციის წარმომადგენლებზე. ეს განცხადება უნდა იყოს კარგი სიგნალი ხელისუფლებისათვის, მათ თუ ოდნავ მაინც პასუხისმგებლობის გრძნობა შერჩათ, უნდა შეწყვიტონ ესეთი ტიპის ქმედებები, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, არაფერი არ გამოუვათ, ამით ისინი ფონს ვერ გავლენ და ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდებიან და მეორე, აშკარაა, რომ ჩვენი პარტნიორები ყურადღებით უყურებენ აქ მიმდინარე პროცესებს და აშკარაა, რომ მათ შეფასებებზე გავლენა ექნება ასეთი ტიპის ძალადობას ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის აღნიშნულ განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს