გიორგი ვაშაძე - ჩვენ გამოვააშკარავეთ კახა კალაძის ღია თანამშრომლობა საბანკო სექტორთან, რითაც ძარცვავს მოსახლეობას

ჩვენ გამოვააშკარავეთ კახა კალაძის ღია თანამშრომლობა საბანკო სექტორთან, რითაც ძარცვავს მოსახლეობას და ჭამს პენსიონერების ფულს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კალაძე საბანკო მონოპოლიას იცავს.

„37%-ს და 36%-ს იცით რატომ იხდის პენსიონერი?! იმიტომ, რომ წილი მისდით აი ამ ფულის მკეთებლებს ჯიბეში. ამაზე შევაგროვეთ 80 000 ხელმოწერა და უამრავ ჯარიმებს წერენ ეს ადამიანები. გვინდოდა განაცხადის შეტანა ჩვენს თანაგუნდელებს იმისთვის, რომ დაგვედგინა სიმართლე... პოლიციელების ზურგს უკან იმალებიან ფულის მკეთებელთა გუნდი, რომელიც არღვევს უბრალოდ კანონს. მე მინდა მოსახლეობას მივმართო - ხალხო არჩევანი არის ფულის მკეთებელთა გუნდსა და საქმის მკეთებელთა გუნდს შორის, რომელიც არის „სტრატეგია აღმაშენებელი“. ჩვენ მშვიდობიან პროტესტს მივმართავს, ოღონდ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძე ითხოვს იმ 4 პირის გათავისუფლებას, რომელიც აქციის მიმდინარეობისას დააკავეს.

„დააკავეს ადამიანები ჩვენი პარტიული სიიდან, რაც არის კანონსაწინააღმდეგო. ჩვენ მშვიდობიან პროტესტს მივმართავთ, ოღონდ კანონის შესაბამისად. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თითოეული ადამიანი ვინც დაკავებულია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს