შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას სავარაუდოდ, დღეს დაასრულებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას სავარაუდოდ, დღეს დაასრულებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

როგორც საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი განმარტავს, აღნიშნული მტკიცებულებები ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, ვინაიდან, მათზე საქმისათვის მნიშვნელოვანი კვლები იქნა აღმოჩენილი.

პროკურორის თქმით, საქმეზე არაერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ბრალს ადასტურებს. შესაბამისად, გუგუტიშვილს სასამართლოს მიერ გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, საკუთარ მტკიცებულებებს დაცვის მხარე გამოიკვლევს. გამორიცხული არ არის, ბრალდებული არასრულწლოვნების ნაწილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცენ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს