მამუკა ხაზარაძე - ჩვენი პარტია მყარადაა სამეულში, „ლელოს“ აქვს ამბიცია, რომ გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა

ჩვენ მოვდივართ გამარჯვებისთვის, არჩევნების დღეს რეალური ციფრები დაიდება, - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა კვლევა, რომელიც აქამდე დაიდო, ყოველდღიურად რადიკალურად იცვლება და “ლელოს” აქვს ამბიცია, რომ გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა. ამის შემდეგ გადაწყდება, თუ ვის შეიერთებს “ლელო” კოალიციის შესაქმნელად.

„თუ საქართველო დარჩა ორპოლუსიანობის მდგომარეობაში, ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია. ეს ორი ძალა და მასთან ასოცირებული სატელიტი პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ მმართველობაში, თუმცა, ეს მითი დაინგრა ახალი ძალის, “ლელოს” გამოჩენით პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და რეიტინგებში ჩვენ ვართ ორნიშნა რიცხვზე. იმიტომ, რომ ადამიანებს ახალი ძალა სჭირდებათ ქვეყანაში შექმნილი ორპოლუსიანობის დარღვევისთვის. ჩვენთვის სახელმწიფოებრივი პოზიცია არის ალტერნატივის შექმნა და ეს შევქმენით კიდეც. 100%-იანი ზრდა 10 დღის განმავლობაში მხოლოდ “ლელოს” აქვს, მხოლოდ მას გააჩნია მსგავსი ზრდის პოტენციალი. ჩვენი პარტია მყარადაა სამეულში და ამას კვლევებიც აჩვენებს. ხოლო ამ დამოუკიდებელ კვლევებს მალე იხილავს საზოგადოება და დასკვნის გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ, რადგან ამას 31 ოქტომბერს ყველა ერთად დავინახავთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა