თამარ კეკენაძე - ევროკავშირის შეფასება არის უპრეცედენტოდ მკაცრი და ცალსახა

ევროკავშირის შეფასება არის უპრეცედენტოდ მკაცრი და ცალსახა. ჩვენი პარტნიორები აღარ აპირებენ თვალი დახუჭონ იმ ზიანზე, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლება აყენებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და შესაბამისად ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, -ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანა ისე, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

მისივე თქმით, „ოცნების“ პოლიტიკა, ქვეყანაში დასავლური სტანდარტის და დემოკრატიის მშენებლობის შესახებ, ხელოვნური და ფარისევლურია.

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მძიმე ზიანი მიაყენა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის ნაჩქარევად, ვენეციის რეკომენდაციების მოსმენის გარეშე მიღება, მაშინ, როდესაც თავად მოითხოვეს ეს რეკომენდაციები, ნათლად აჩვენებს, რამდენად ხელოვნური და ფარისევლურია ,,ოცნების" გაცხადებული პოლიტიკა ქვეყანაში დასავლური სტანდარტის, დემოკრატიის მშენებლობის შესახებ.

სასამართლო სისტემის რეფორმა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების ქვაკუთხედია. წლებია ჩვენი პარტნიორები ამაზე მიგვითითებენ და წლებია ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ქართველ ხალხს სამართლიან მართმსაჯულებასთან ჰქონდეს წვდომა.

„ქართულმა ოცნებამ“, როგორც ქართველ ხალხს, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ნათლად დაანახა, რომ რვა წლიანი დაპირებების მიუხედავად, თვისობრივად შეიცვალოს სასამართლო სისტემა, მათთვის მთავარი პრიორიტეტი მხოლოდ მოსამართლეთა კორპუსის სრული კონტროლია“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა