„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორი - პაატა მანჯგალაძის დაკავება საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად შეიძლება ჩაითვალოს

საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენლის პაატა მანჯგალაძის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც არის პარტიული სიის კანდიდატი, იცავს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლი, რაც გულისხმობს იმუნიტეტს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. ფარულავას განცხადებით, პოლიციის მხრიდან მისი დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად.

„საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. შესაბამისად, გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ასევე პოლიტიკური ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის’’ საარჩევნო კამპანიის ნაწილს და ხელის შეშლა არ იქნება აღქმული დემოკრატიული საარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელ ქმედება“, - განაცხადა ფარულავამ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უზრუნველყოს თანაბარი და მშვიდობიანი გარემო პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

ცნობისთვის, პაატა მანჯგალაძე სამართალდამცავებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ აქციაზე თბილისის მერიასთან დააკავეს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორი - პაატა მანჯგალაძის დაკავება საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად შეიძლება ჩაითვალოს

საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენლის პაატა მანჯგალაძის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც არის პარტიული სიის კანდიდატი, იცავს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლი, რაც გულისხმობს იმუნიტეტს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. ფარულავას განცხადებით, პოლიციის მხრიდან მისი დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად.

„საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. შესაბამისად, გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ასევე პოლიტიკური ბლოკი „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის’’ საარჩევნო კამპანიის ნაწილს და ხელის შეშლა არ იქნება აღქმული დემოკრატიული საარჩევნო გარემოსთვის დამახასიათებელ ქმედება“, - განაცხადა ფარულავამ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უზრუნველყოს თანაბარი და მშვიდობიანი გარემო პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

ცნობისთვის, პაატა მანჯგალაძე სამართალდამცავებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ აქციაზე თბილისის მერიასთან დააკავეს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო