არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და მეგობრული კავშირები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ხაზი გაესვა საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას პოლიტიკური, თავდაცვისა და სხვადასხვა სექტორული მიმართულებით კავშირების გაღრმავების საქმეში. საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიას და იმ უარყოფით ეფექტს, რომელიც კოვიდ 19-მა ქვეყნებზე მოახდინა. აღინიშნა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება კორონავირუსთან ბრძოლაში. მხარეების თქმით, კრიზისის შემდგომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში და ელჩს მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. არჩილ თალაკვაძემ მარკ კლეიტონს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო