ადამიანის უფლებათა სასამართლო მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ქვეყნებს მოუწოდებს, სამხედრო ქმედებებისგან თავი შეიკავონ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თურქეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სამხედრო ქმედებებისგან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ 6 ოქტომბერს მიიღო.

თურქეთის წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღების თხოვნით სომხეთმა ევროპულ სასამართლოს 4 ოქტომბერს მიმართა.

სასამართლოს განცხადებით, 29 სექტემბერს უკვე მოუწოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს სამხედრო მოქმედებებისგან თავი შეიკავონ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლება დარღვევა მოსახლეობაში.

ამჯერად სასამართლო აღნიშნავს კონფლიქტის ესკალაციის საკითხს და ხაზგასმით აცხადებს, რომ გადაწყვიტა, გამოიყენოს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი.

სასამართლო მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის ჩართული კონფლიქტში, მათ შორის თურქეთს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც არღვევს სამოქალაქო მოსახლეობის კონვენციით სამოქალაქო პირთა უფლებებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა