თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის პროექტს და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეფერხება არ ემუქრება

თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის პროექტს და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არანაირი შეფერხება არ ემუქრება.

შესაბამისი განცხადება და განმარტებები პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ გააკეთა.

„წელს გათვალისწინებული იყო 35 მილიონი ლარის დაფინანსება. ვალდებულებების შესრულებას მიჰყვება როგორც ჩვენი მხარე, ასევე ფრანგული მხარე. ფრანგული მხარის პირველი ეტაპის ვალდებულების შესრულებას ჩვენი 35 მილიონის ვალდებულების შესრულება მოჰყვება. ჩვენ ამას მაინც შევძლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი შევიმცირეთ. ეს არის პირდაპირი გადახდა - ანაზღაურება მომწოდებელ კომპანიასთან საფრანგეთში კომერციული ბანკის მიერ გახორციელდება. აღნიშნულისთვის ბიუჯეტში წლევანდელ წელს გათვალისწინებული გვაქვს 5 მილიონი ლარი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი ვალდებულება წლის ბოლომდე დაგვიდგება, ამას ვერ გადავიხდით“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დამატებით განმარტა, რომ როგორც კი ფრანგული მხარე ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას შეასრულებას, ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ფრანგული "სოსიეტე ჟენერალი" მომწოდებელს შესაბამის თანხას ავტომატურად გადაურიუცხავს, რაც ჩვენთან აისახება როგორც ვალი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო