პრემიერი - თუ აჭარაში სხვა რეგიონებისგან განსხვავებით უფრო მძიმე შეზღუდვები დავაწესეთ, რომელმაც ოჯახების შემოსავალზე იმოქმედა, ამაზეც ვიფიქრებთ, როგორ დავეხმაროთ მათ

ბათუმის შემთხვევაში, როგორც კი ეპიდემიოლოგიურ რიცხვებს დავინახავთ, რომ უკვე ქვემოთ წამოვა, ამ შეზღუდვებსაც მოვხსნით, ეს არის ჩვენი ტაქტიკა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა იფიქრებს აჭარაში მცხოვრები მოქალაქეების დახმარებაზე, რომელთა ფინანსურ შემოსავალზე პირდაპირი გავლენა იქონია დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა.

„ბათუმში, ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის შედერაბით უფრო მძიმე. რა თქმა უნდა, შეზღუდვები ბათუმშიც არის შედარებით უფრო მძიმე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით სისტემური შეზღუდვების დაწესებას, რაც ნიშნავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, გარკვეული სექტორების სრულად დახურვას, მაგალითად, რესტორნების ან ტრანსპორტის. ვაპირებთ წერტილოვნად, იქ სადაც ეს ღონისძიებები აუცილებელი და ეფექტური იქნება, მსგავსი ღონისძიებების მიღებას, რაც გავაკეთეთ ბათუმში. ბათუმის შემთხვევაშიც, როგორც კი ჩვენ ეპიდემიოლოგიურ რიცხვებს დავინახავთ, რომ უკვე ქვემოთ წამოვა, ამ შეზღუდვებსაც მოვხსნით, ეს არის ჩვენი ტაქტიკა. რა თქმა უნდა, ერთი კვირით, ერთი ან ორი თვით გაგრძელებული შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის ადამიანებს და სოციალურ ფონსაც ამძიმებს, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში მას შედეგ, რაც ეს ყველაფერი სრულდება, ჩვენ სოციალური დახმარების საკმაოდ სერიოზული სტრუქტურა და პაკეტი გვქონდა შეთავაზებული და ამას გავაგრძელებთ. ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება იმაში, რომ ეს ყველაფერი დასრულდა? ყველა ხომ ვხვდებით, რომ საქართველო კი არა მსოფლიო გლობალურად არის ამ პრობლემაში. ხომ ხვდებით, რომ წელს ტურიზმი არ აღდგება და ჩვენ სამსჯელო გვექნება ტურისტულ სექტორს რითი დავეხმაროთ, სამსჯელო გვექნება, ასევე, სამუშაო ადგილები თუ ისეთი სისწრაფით ვერ აღგა, ჩვენს სოციალურად დაუცველებს როგორ დავეხმაროთ. მაგალითად, აჭარასა ან ბათუმში თუ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით უფრო მძიმე შეზღუდვები დავაწესეთ, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა ადამიანებისა და ოჯახების შემოსავალზე, რა თქმა უნდა, ამაზეც ვიფიქრებთ, როგორ დავეხმაროთ მათ,“- განაცხადა გახარიამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პრემიერი - თუ აჭარაში სხვა რეგიონებისგან განსხვავებით უფრო მძიმე შეზღუდვები დავაწესეთ, რომელმაც ოჯახების შემოსავალზე იმოქმედა, ამაზეც ვიფიქრებთ, როგორ დავეხმაროთ მათ

ბათუმის შემთხვევაში, როგორც კი ეპიდემიოლოგიურ რიცხვებს დავინახავთ, რომ უკვე ქვემოთ წამოვა, ამ შეზღუდვებსაც მოვხსნით, ეს არის ჩვენი ტაქტიკა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა იფიქრებს აჭარაში მცხოვრები მოქალაქეების დახმარებაზე, რომელთა ფინანსურ შემოსავალზე პირდაპირი გავლენა იქონია დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა.

„ბათუმში, ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის შედერაბით უფრო მძიმე. რა თქმა უნდა, შეზღუდვები ბათუმშიც არის შედარებით უფრო მძიმე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით სისტემური შეზღუდვების დაწესებას, რაც ნიშნავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, გარკვეული სექტორების სრულად დახურვას, მაგალითად, რესტორნების ან ტრანსპორტის. ვაპირებთ წერტილოვნად, იქ სადაც ეს ღონისძიებები აუცილებელი და ეფექტური იქნება, მსგავსი ღონისძიებების მიღებას, რაც გავაკეთეთ ბათუმში. ბათუმის შემთხვევაშიც, როგორც კი ჩვენ ეპიდემიოლოგიურ რიცხვებს დავინახავთ, რომ უკვე ქვემოთ წამოვა, ამ შეზღუდვებსაც მოვხსნით, ეს არის ჩვენი ტაქტიკა. რა თქმა უნდა, ერთი კვირით, ერთი ან ორი თვით გაგრძელებული შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის ადამიანებს და სოციალურ ფონსაც ამძიმებს, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში მას შედეგ, რაც ეს ყველაფერი სრულდება, ჩვენ სოციალური დახმარების საკმაოდ სერიოზული სტრუქტურა და პაკეტი გვქონდა შეთავაზებული და ამას გავაგრძელებთ. ვინმეს ეჭვი ხომ არ ეპარება იმაში, რომ ეს ყველაფერი დასრულდა? ყველა ხომ ვხვდებით, რომ საქართველო კი არა მსოფლიო გლობალურად არის ამ პრობლემაში. ხომ ხვდებით, რომ წელს ტურიზმი არ აღდგება და ჩვენ სამსჯელო გვექნება ტურისტულ სექტორს რითი დავეხმაროთ, სამსჯელო გვექნება, ასევე, სამუშაო ადგილები თუ ისეთი სისწრაფით ვერ აღგა, ჩვენს სოციალურად დაუცველებს როგორ დავეხმაროთ. მაგალითად, აჭარასა ან ბათუმში თუ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით უფრო მძიმე შეზღუდვები დავაწესეთ, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა ადამიანებისა და ოჯახების შემოსავალზე, რა თქმა უნდა, ამაზეც ვიფიქრებთ, როგორ დავეხმაროთ მათ,“- განაცხადა გახარიამ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო