გიორგი გახარია  ეუთო-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთო-ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მათი ინფორმაციით, ორივე მხრიდან ხაზი გაესვა არჩევნების დემოკრატიულ სამართლიან, და გამჭვირვალე გარემოში წარმართვის მნიშვნელობას.

„ასევე, შეთანხმდნენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ODIHR-ის მისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია გაგრძელდება. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, უზრუნველყოს საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა საარჩევნო პროცესში და აღნიშნა, რომ პანდემიის გათვალისწინებით მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს