მედეა მეტრეველი - გიგი გიგიაძის მისამართით გაკეთებული შეფასებები საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლასა და დაშინებას ისახავს მიზნად

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მედეა მეტრეველის განცხადებით, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის მისამართით გაკეთებული შეფასებები მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლასა და დაშინებას.

მისი თქმით, საჯარო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ.

„დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ჩემთვის სწორედ ასეთი მაღალი კატეგორიის საჯარო მოხელეა და მეამაყება, რომ ასეთი ელჩი ჰყავს საქართველოს ევროპაში. გიგის მხარდამჭერმა პოსტმა, თავის კოლეგის ივერი მელაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, „ოცნების“ ხელისუფლების მონური მორჩილებით გამორჩეული ვაიექსპერტების წყრომა დაიმსახურა. გია აბაშიძის შეფასება, რომლითაც ის გიგის განცხადებას გამოეხმაურა - როგორც ორჯერ ორი ოთხიაო , ასეთი ნაბიჯების გამო თანამდებობებს ტოვებენო - სხვა არაფერია თუ არა ღია მუქარა არა მხოლოდ გიგის, არამედ ყველა საჯარო მოხელის მიმართ, რომლებიც საკუთარი აზრისა და კოლეგის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო შესაძლოა „დაისაჯოს“. ეს არის ზეწოლა თავისუფალ და ღირსების მქონე ადამიანებზე, სისტემის მხრიდან გაფრთხილება და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეების ტოტალურ დაშინებას. სოლიდარობისგან დაცლილ საზოგადოებად ვერასოდეს გვაქცევთ, ღირსებას ვერ შეგვილახავთ და ოქტომბრის თვეში დასრულდებით როგორც ორჯერ ორი ოთხია,”- აცხადებს მედეა მეტრეველი.

განცხადებას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მედეა მეტრეველი - გიგი გიგიაძის მისამართით გაკეთებული შეფასებები საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლასა და დაშინებას ისახავს მიზნად

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მედეა მეტრეველის განცხადებით, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის მისამართით გაკეთებული შეფასებები მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლასა და დაშინებას.

მისი თქმით, საჯარო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ.

„დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ჩემთვის სწორედ ასეთი მაღალი კატეგორიის საჯარო მოხელეა და მეამაყება, რომ ასეთი ელჩი ჰყავს საქართველოს ევროპაში. გიგის მხარდამჭერმა პოსტმა, თავის კოლეგის ივერი მელაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, „ოცნების“ ხელისუფლების მონური მორჩილებით გამორჩეული ვაიექსპერტების წყრომა დაიმსახურა. გია აბაშიძის შეფასება, რომლითაც ის გიგის განცხადებას გამოეხმაურა - როგორც ორჯერ ორი ოთხიაო , ასეთი ნაბიჯების გამო თანამდებობებს ტოვებენო - სხვა არაფერია თუ არა ღია მუქარა არა მხოლოდ გიგის, არამედ ყველა საჯარო მოხელის მიმართ, რომლებიც საკუთარი აზრისა და კოლეგის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო შესაძლოა „დაისაჯოს“. ეს არის ზეწოლა თავისუფალ და ღირსების მქონე ადამიანებზე, სისტემის მხრიდან გაფრთხილება და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეების ტოტალურ დაშინებას. სოლიდარობისგან დაცლილ საზოგადოებად ვერასოდეს გვაქცევთ, ღირსებას ვერ შეგვილახავთ და ოქტომბრის თვეში დასრულდებით როგორც ორჯერ ორი ოთხია,”- აცხადებს მედეა მეტრეველი.

განცხადებას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო