ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2020

ექმნება თუ არა საფრთხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს და რა გარანტიები მიიღო ფაშინიანმა პუტინისგან

შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებულები - “ვერ წარმომიდგენია დაინფიცირებული ადამიანების საარჩევნო უბანზე მისვლა"

შესაძლებელია თუ არა, რომ დაინფიცირების შიშით საზოგადოების ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობაზე თავი შეიკავოს

* * *

ექმნება თუ არა საფრთხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს და რა გარანტიები მიიღო ფაშინიანმა პუტინისგან

“მთიან ყარაბაღში ომი დღითი დღე მწვავდება. სამშაბათს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობა იყო, ეს აზერბაიჯანის პროკურატურამაც დაადასტურა, თუმცა სომხეთი ბრალდებას უარყოფს. ამის პარალელურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ლოკალურ სამხედრო შეტაკებებში ბრალს ისევ აზერბაიჯანს სდებს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საუბრის დეტალებს იხსენებს. ასევე, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებდა და ახლაც შეასრულებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ექმნება თუ არა საფრთხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს და რა გარანტიები მიიღო ფაშინიანმა პუტინისგან.

“ყოველთვის შესაძლებელია ფართომასშტაბიანი ომის დროს გაზსადენისა და ნავთობსადენის დაზიანება", - ამის შესახებ “რეზონანსთან” ისაუბრეს საერთაშორისო ექსპერტებმა. ისინი არ გამოვრიცხავენ, რომ იარაღის მიწოდებაზეც შეთანხმდნენ რუსეთი და სომხეთი. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, შესაძლებელია გაზსადენისა და ნავთობსადენის დაზიანება საბრძოლო მოქმედებების დროს. “როდესაც საბრძოლო მოქმედებები იმ რაიონთან სიახლოვეს მიმდინარეობს, სადაც ნავთობსადენი და გაზსადენი გადის, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების დროს შემთხვევით ან წინასწარ განზრახულად მისი დაზიანება. აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ წინასწარ განზარახულად იყო სომხეთის მხრიდან მისი დაბომბვის საფრთხე, თუმცა სომხეთი ამას უარყოფს”, - განაცხადა ალადაშვილმა. საერთაშორისო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, ფართომასშტაბიან ომში ყველა საშუალება მისაღებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ენერგოპროექტების განხორციელებას სერიოზული საფრთხე შეექმნას. ლოკალური ომი, ეს არის ფართომასშტაბიანი ომი, სამწუხარო რეალობა, თუმცა ამ დროს ყველა საშუალება არის მისაღები. მაღალი ალბათობაა, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე მოხდეს ანალოგიური თავდასხმები, არა მარტო საარტილერიო, არამედ დივერსიული ჯფუფების მხრიდანაც”, - განაცხადა მაისაიამ. ცნობისთვის, აზერბაიჯანის პროკურატურა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვის მცდელობის შესახებ იუწყება. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმები, დაახლოებით, 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის. “ნავთობსადენი იკავებს განსაკუთრებულ ადგილს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, წარმოადგენს რეგიონის ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტს. ჩვენი არმიის გადამწყვეტი ზომების შედეგად, ტერორის ეს მცდელობა აღიკვეთა”, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. შესაბამისი კომენტარი “ფეისქუკის” გვერდზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრულ ოვანისიანმა გააკეთა. “აზერბაიჯანის განცხადება, რომ სომხეთის სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელებას, უტიფარი ტყუილია. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენს ჩვენს სამიზნეს”, - წერს ოვანისიანი. ირაკლი ალადაშვილის თქმით, სომხეთის ინტერესებში შედის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეჩერება. “რა თქმა უნდა, არ იტყვიან, რაზე ისაუბრეს, თუმცა ეტყობა, სომხეთის მხარის მცდელობაა, რომ რუსეთი რაღაცნაირად ჩაერთოს და მან მიიღოს გადაწყვეტილება, შეჩერდეს ცეცხლი მთიან ყარაბაღში. ეს არ არის აზერბაიჯანის ინტერესში, რადგან მას დასახული აქვს თავისი სამხედრო ოპერაციები და ცდილობს, განახორციელოს. საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს სომხეთის ტერიტორიაზე. ის მიმდინარეობს არაღიარებული მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელსაც სომხეთი აკონტროლებს. მათი განცხადებით, რუსეთი არ ჩაერევა, თუ ეს არ გასცდა მის საზღვრებს”, - თქვა ალადაშვილმა. ვახტანგ მაისაიას განცხადებით, შესაძლებელია, პუტინი და ფაშინიანი იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“შეიძლება, გამოიყენოს კოალიციური რუსულ-სომხური არმია, დაჯგუფება, რომელიც მოიცავს 5-დან 7000-მდე ადამიანს. აგრეთვე, შესაძლებელია, ძირითადი დასაყრდენი ძალა არის გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა. შეიძლება, რუსეთისგან გარანტია მიიღო, რომ, კონფლიქტში თურქეთის ჩარევის შემთხვევაში, სომხეთი გამოიყენებს კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის მეოთხე მუხლს - აამოქმედებს თავდასხმის პრინციპს. არ გამოვრიცხავ, რომ იარაღის მიწოდებაზეც შეთანხმდნენ მხარეები. შესაძლებელია აგრეთვე, ფაშინიანმა გააფრთხილა თურქეთი თუ თქვენ ჩაერევით, რუსეთიც ჩაერევა დასახმარებლადო”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ნიკოლ ფაშინიანმა განცხადებით, მთიანი ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიაა, ვინაიდან მისი მოსახლეობის 80 პროცენტი ყოველთვის სომხები იყვნენ. “აზერბაიჯანს არ სურს, რომ სომხები მთიან ყარაბაღში ცხოვრობდნენ და ამიტომ ტერორისტების დახმარებით თავს დაესხა ყარაბაღს. რას გვთავაზობენ? მთიანი ყარაბაღის სომხებმა უნდა თქვან, კარგი, რადგან ტერორისტები ხართ, უარს ვიტყვით ჩვენს ფესვებზეო? ეს არასდროს მოხდება”, - განაცხადა”ბი-ბი-სისთან” ინტერვიუში ფაშინიანმა. კითხვაზე, ხოლო კითხვაზე - მასთან საუბრისას დაადასტურა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ტერიტორიებს დაარტყამენ, სომხეთი რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას მიიღებს, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა: “ამ კითხვაზე პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ გიპასუხებთ, თუმცა გეტყვით: რუსეთმა დაგვარწმუნა, რომ ამ შემთხვევაში ის შეასრულებს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს”. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სომხეთის წინაშე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული. მისი თქმით, “სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მაგრამ ის სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს”, თუმცა რუსეთი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებდა და შეასრულებს”, - წერს სტატიის ავტორი.

შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებულები - “ვერ წარმომიდგენია დაინფიცირებული ადამიანების საარჩევნო უბანზე მისვლა

ვლა”“როგორ მოხდება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების ჩართვა 31 ოქტომბრის არჩევნებში და როგორ შეძლებენ ისინი ხმის მიცემას - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც ეპიდემიოლოგებს ზუსტი პასუხი არ აქვთ. ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე “რეზონანსი” ორ ინფექციონისტს, ალექსანდრე გოგინავასა და მარინა ენდელაძეს ესაუბრა. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ. მარინა ენდელაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და სახელმწიფო მაქსიმალურად უსაფრთხო ზომებს მიიღებს, ალექსანდრე გოგინავასთვის კი დაუშვებელია დაინფიცირებული ადამიანის საარჩევნო უბანზე მისვლის საკითხი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაშიб სათაურით შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებულები - “ვერ წარმომიდგენია დაინფიცირებული ადამიანების საარჩევნო უბანზე მისვლა”.

“ვერც წარმომიდგენია დაინფიცირებული ადამიანების საარჩევნო უბანზე მისვლა. ჩემი აზრით, ნამდვილად არ იქნება მიზანშეწონილი. სამწუხაროდ, არ ვიცი განიხილავენ თუ არა ალტერნატივას - როგორ მისცემენ ხმას ვირუსით დაავადებული ადამიანები. შეიძლება შესაბამისი ორგანოებისგან იგეგმება რეგულაციები ამ მიმართულებით, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრი, რომ ვისაც არჩევნების დროს დაავადება დაუდგინდება, ყველანაირი თავშეყრის ადგილისგან უნდა შეიკავოს თავი, მათ შორის ისეთი მასშტაბურისგან, როგორიც საარჩევნო უბნებია, რადგან ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცვას. რაიმე სხვა ფორმატით თუ იგეგმება ამ ადამიანების მონაწილეობა, ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსადრე გოგინავა.

“მე გეტყვით ერთ რამეს - იმდენად კომპეტენტური ხელმძღვანებელი ჰყავს ამ საქმეს, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და დანარჩენი ეპიდემიოლოგ-ინფექციონისტები, რომ არ გაატარებენ ისეთ რეგულაციებს, რომელიც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას. მთავარია ჩვენ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეტყვიან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების საკითხიც სრული სიზუსტით მოგვარდება. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რეგიონების მიხედვით დაწესდეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, ან არც ეს გახდეს საჭირო. როგორ მისცემენ არჩევნებში ხმას დაინიფიცრებული ადამიანები ეს მე არ ვიცი. 31- მდე ჯერ კიდევ დროა...” - ამბობს გამოცემასთან საუბრისას მარინა ენდელაძე.

შესაძლებელია თუ არა, რომ დაინფიცირების შიშით საზოგადოების ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობაზე თავი შეიკავოს

“ბათუმში კორონავირუსის გავრცელების გამო არჩევნები იმ შემთხვევაში ვერ ჩატარდება, თუ კი ჯანდაცვის სისტემა ვეღარ შეძლებს ვირუსის გაკონტროლებას. ჯერჯერობით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. გლობალური ცვლილებები არ იგეგმება, მათ შორის არც არჩევნების გადადების საკითხი. კითხვას მოსალოდელია თუ არა ვირუსის მაღალი მაჩვენებლის გამო ბათუმში არჩევნები ვერ ჩატარდეს ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე პასუხობს - როგორც ის “რეზონანსთან” ამბობს, სანამ ჯანდაცვის სისტემა ვირუსულ ინფექციას უმკლავდება, ჩაკეტვები და დამატებითი ცვლილებები, მათ შორის არჩევენების ვერ ჩატარების საკითხი ქვეყანას ბევრ პრობლემას შეუქმნის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შესაძლებელია თუ არა, რომ დაინფიცირების შიშით საზოგადოების ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობაზე თავი შეიკავოს / “უნდა მოხდეს ადამიანების ინფორმირება, რომ არჩევნებზე მისვლა საფრთხეს არ წარმოადგენს და გარემო არ იქნება კოვიდინფიცირების გავრცელების წყარო”.

“არჩევნები კი არ უნდა გადაიდოს არამედ აუცილებლად უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად დაცულ გარემოში. ჯანდაცვის სისტემამ უნდა გასცეს რეკომენდაციები და მიიღოს საჭირო ზომები, რათა საარჩევნო გარემო უსაფრთხო იყოს. ჩაკეტვები ჩვენნაირ პატარა ქვეყანას ძალიან ბევრ პრობლემებს შეუქმნის. ვირუსის გავრცელებისა თუ გადადების საფრთხე ყოველთვის არის, როცა საუბარია ადამიანთა შეჯგუფებაზე. თუ ერთი ადამიანი მაინც არ დაიცავს წესს, ეს უკვე დაინფიცირებულთა მაჩვენებელს გაზრდის. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრმა ადამიანმა საერთოდ არ იცის რომ კოვიდ ინფიცირებულია და სრულიად უსიმპტომოდ გადააქვთ ვირუსი. ამიტომ, დიდი შანსია სწორედ ასეთი ადამიანისგან მოხდეს გადადება სხვაზე. შესაბამისად, აუცილებელია თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება. თუ ადამიანები დაიცავენ ყველა რეკომენდაციას და უახლოეს დღეებში ვირუსი მძიმე ფორმებში არ გამოვლინდება, მე ვერ ვხედავ არჩევენების გადადების ან ვერ ჩატარების აუცილებლობას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“კითხვაზე არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ ამომრჩეველი შიშის ნიადაგზე უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, ხმალაძე გვპასუხობს, რომ ეს ინდივიდუალური პროცესია, ამიტომ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საარჩევნო გარემოსა და უბნების უსაფრთხოების შესახებ. “თუ კი მოსახელეობა შიშის საფუძველზე თავს შეიკავებს არჩევნებში წასვლაზე, ეს არის ინდივიდუალური პროცესი და ამას სჭირდება მუშაობა. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ადამიანების ინფორმირება, რომ არჩევნებზე მისვლა საფრთხეს არ წარმოადგენს და გარემო არ იქნება კოვიდინფიცირების გავრცელების წყარო. ყურადღებით უნდა ვიყოთ და პანიკა არ ავტეხოთ. ეს იმას არ ნიშნავს რომ “ფეხებზე უნდა დავიკიდოთ ყველაფერი”, თუმცა, ვაიმე რა გვეშველებას ძახილიც არ არის კარგი, რადგან პანიკისგან გამოწვეული ცვლილებებისა და უბედურებების მოგვარება შეიძლება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდეს”, - დასძენს ირაკლი ხმალაძე, რომლის თქმით, “უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და წესები, ხოლო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა