დავით ზალკალიანი - გარწმუნებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას არანაირი ჩრდილი არ მიადგება - ყველას მოვუწოდებ, ნუ ეცდებიან  საკითხის პოლიტიზირებას

საგარეო საქმეთა მინისტის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, მის ახლო მეგობარ და მეზობელ ქვეყანად და ვერანაირი საგამოძიებო პროცესი და ახლად აღმოჩენილი გარემოებები გავლენას ვერ მოახდენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე.

მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოპონენტებს მოუწოდა, შეწყვიტონ დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა.

„როცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში ჩამოსული, გვქონდა ძალიან საგნობრივი და შინაარსიანი საუბარი დემარკაცია - დემილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, დავით გარეჯთან მიმართებით, რადგან ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სენსიტიური თემა ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგას მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ აუცილებელია საგნობრივი მუშაობის გაგრძელება კომისიის ფარგლებში, რადგან კომისიამ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს ისეთი შეთანხმება, რომელიც იქნება ორივე მხარისთვის მისაღები. ბუნებრივია, კომისიის ფარგლებში ყველა მხარე საკუთარ პოზიციას იცავს და დაიცავს, ამიტომ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს აზერბაიჯანის მხარესთან, ეს პოზიცია ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა კარგად გაიგეს და მკაფიოდ იყო გამოხატული იმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ვიზიტის შემდეგ გაიმართა.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ ვნახეთ აბსოლუტურად უსაფუძვლო შეტევა ჩემზე, ხელისუფლებაზე, ოპონენტებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან, თითქოს, ხდება საკითხის პოლიტიზაცია, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბმაა მიმდინარე ესკალაციასთან, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ჩვენი შეხვედრა, ვიზიტი შედგა 4 სექტემბერს, როცა არანაირი კონფრონტაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ იყო. პროცესი დაიწყო 27 სექტემბერს. ამიტომ ეს არის საკითხის უსაფუძვლო პოლიტიზირების მცდელობა.

მე გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას არ მიადგება. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს აზერბაიჯანელი კოლეგების გამოხმაურებები, მათ შორის პრეზიდენტის მრჩევლის. ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ ეცდებიან საკითხის პოლიტიზირებას. კომისიას ერთი დღეც არ დაუკარგავს, რომ მოეპოვებინა ჩვენი პოზიციის გასამყარებელი დოკუმენტაცია მტკიცებულებები, რომელიც სამწუხაროდ არ იყო გამოყენებული წინა კომისიის შემადგენლობების მხრიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა