დავით ზალკალიანი - სტრატეგიული ობიექტები რეგიონის უსაფრთხოების გარანტორია და ყველა დაინტერესებულია, მათ ნორმალურ ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას

სტრატეგიული ობიექტები არის რეგიონის უსაფრთხოების გარანტორი, აქედან გამომდინარე, ყველა არის დაინტერესებული, რომ არანაირი საფრთხე მათ ნორმალურ ფუნქციონირებას არ შეექმნას, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვით, სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადა.

ზალკალიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ობიექტებზე რაიმე სახის სამხედრო ზემოქმედება არ მოხდეს.

„ჩვენ ვიხილეთ ორივე მხარის გამოხმაურება და ძალიან მნიშნველოვანია, რომ არ მოხდეს ამ ობიექტებზე რაიმე სახის სამხედრო ზემოქმედება, რადგანაც ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი მთლიანად რეგიონისთვის და რეგიონს მიღმა, ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მათ ენერგოუსაფრთხოებასაც.

ის სტრატეგიული, მნიშნველოვანი პროექტები, რომლებიც გადის სამხრეთ კავკასიაში, ჩვენი ინტერესის სფეროა და მუდმივად ხდება მონიტორინგი ამ მიმართულებით. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან რეგიონში, უშუალოდ იმ ქვეყნებთან ვის ტერიტორიაზეც ეს სტრატეგიული ობიექტები გადის, ასევე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან და ევროკავშირთან“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს