თეა ახვლედიანი - სამწუხაროდ, პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა დესტრუქციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვის გამო დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა დესტრუქციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა დესტრუქციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სახით, მათ შორის, ბორდერიზაციით და ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონოდ დაკავების მხრივ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს რამდენიმე დაკავებული მოქალაქე ცხინვალის რეგიონში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში, მათ შორისაა - ირაკლი ბებუა. ასეთი შემთხვევების დროს ჩვენ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით. რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ბებუას მდგომარეობას, ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას მის შესახებ და ამ ეტაპზე მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო დააკავეს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს