ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის არმიის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი და DTRA-ს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ხელშეწყობისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის აშშ-ის არმიის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე, მაიორი ლარონ ბაიბი შინაგან საქმეთა სამინისტროს II ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დააჯილდოვა.

შსს-ს ინფორმაციით, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დაჯილდოვდნენ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, მერი სუზერმანი და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრევენციის პროგრამის მენეჯერი, მარკ სალივანი.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნეს.

გახსნის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია