ირაკლი შოთაძე OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჯილიან სტირკს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელი საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, ასევე, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში უწყების როლით დაინტერესდა, რაზეც სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა.

„ირაკლი შოთაძემ სტუმარს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან.

შეხვედრის დასასრულს გენერალურმა პროკურორმა სრული მზადყოფნა გამოთქვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი შოთაძე OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჯილიან სტირკს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელი საქართველოს პროკურატურის საქმიანობის შესახებ, ასევე, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში უწყების როლით დაინტერესდა, რაზეც სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა.

„ირაკლი შოთაძემ სტუმარს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან.

შეხვედრის დასასრულს გენერალურმა პროკურორმა სრული მზადყოფნა გამოთქვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია