პროკურორი - დედანი რუკა, რომელიც ე.წ. რუსული რუკის სახელითაა მონათლული, ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში აღმოჩნდა, რომელიც მისი მხრიდან დაიმალა და კომისიას არ წარედგინა

მოვახდინეთ ის რეაგირება, რაც კანონმდებლობით გვაქვს დაკისრებული და პოლიტიკური სპეკულირება იმ თემაზე, უნდა დაემთხვეს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ან საარჩევნო კალენდარს გამოძიება, გამოძიება ამგვარი პოლიტიკური გარემოებებისგან თავისუფალია, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დავით გარეჯის საკითხის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ბრალდებულების მიერ ხდებოდა დედანი რუკის დამალვა და სწორედ ეს დედანი რუკა, რომელიც "რუსულ რუკად" მოინათლა, იპოვეს იძულებითი ჩხრეკის შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში.

„აქ გვაქვს მოცემულობა, როდესაც მოქალაქემ გადაწყვიტა თავისი კუთვნილი რუკები გადაეცა სახელმწიფოსთვის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ხელშეწყობის მიზნით, ამ რუკასთან ერთად, რომელიც რუსულ რუკად მოინათლა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ასევე წარმოდგენილ იქნა ამერიკული, გერმანული რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით იგივე მოცემულობას ასახავს. შესაბამისად, ამ ჯგუფებს შეუძლიათ ამ სცენარს, ამერიკული ან გერმანული სცენარიც კი უწოდონ. 17 აგვისტოს, როდესაც მოხდა ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება, მყისიერად დავიწყეთ რეაგირება. ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები. კომისიის წევრების შესახებ ცნობილი იყო, რომ არსებობდა ასლი, ერთი 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის, რომელიც შემდგომ იძულებითი ჩხრეკის ჩატარების შედეგად აღმოჩნდა დედანი რუკა, რომელიც ე.წ. რუსული რუკის სახელითაა მონათლული, ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში და დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ეს რუკა ბრალდებულის მხრიდან დაიმალა და არ წარედგინა კომისიას.

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პროკურატურისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ, ჩვენ კანონიერი ვალდებულების შესრულების პროცესში მოვახდინეთ ის რეაგირება, რაც კანონმდებლობით გვაქვს დაკისრებული და პოლიტიკური სპეკულირება იმ თემაზე, უნდა დაემთხვეს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ან საარჩევნო კალენდარს გამოძიება, გამოძიება ამგვარი პოლიტიკური გარემოებებისგან თავისუფალია“,-აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო