მეუფე იაკობი - არც ერთი პარტიის ინტერესის დამცველი არ ვარ, მე ვარ საქართველოს ინტერესების დამცველი

ჩემთვის საქართველო უპირველესია. ადრეც განვაცხადე, რომ საქართველოს ჩემს ოჯახსაც შევწირავ. ამიტომ, არც ერთი პარტიის ინტერესის დამცველი არ ვარ. მე ვარ საქართველოს ინტერესების დამცველი, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ მოუწოდებდა უმაღლესი სასულიერო პირებს 2020 წლის წინასაარჩევნო პროცესში ჩართულობისკენ.

მეუფე იაკობის თქმით, მოუწოდებდა იმიტომ, რომ „არ იყოს დაძაბულობა“.

„ვთქვათ, მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი, შევიდნენ პარლამენტში და ა.შ. მაგრამ ეს დაძაბულობა კიდევ გაგრძელდება. რასაც ვუყურებ, სანამ ერთმანეთს შორის ანტაგონიზმია, ქვეყანა არ ვითარდება. პირდაპირ გეუბნებით, არცერთი პარტია არ მაინტერესებს. ჩემთვის საქართველო უპირველესია. თვითონ ოჯახიდან ვარ წასული. ადრეც განვაცხადე, რომ საქართველოს ჩემს ოჯახსაც შევწირავ. ამიტომ, არცერთი პარტიის ინტერესის დამცველი არ ვარ. მე ვარ საქართველოს ინტერესების დამცველი. შეიძლება აზრობრივი სხვაობა ბევრ რამეში იყოს, მაგრამ ძლიერი საქართველოსთვის უნდა ვიცხოვროთ. გადავხედოთ სხვა ქვეყნებს, დღეს იქაც არეულობებია და მაგალითად შეიძლება არცერთი გამოდგეს, მაგრამ ტოლერანტობას სხვა რამეზე რომ ვიჩემებთ, უნდა შევძლოთ ერთმანეთის აზრების მიმართ შემწყნარებლები ვიყოთ. დავსხდეთ, ნუ ვიჩხუბებთ. ბოლო ბოლო, ჩხუბი მორევაზეა და ვინ, ვის მოერევა... საქართველოსთვის დიდი კოლიზეუმი გავაკეთოთ?!“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს