სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ სწრაფად მიიღო კანონი, რომლითაც კიდევ ერთხელ ბოლო ლურსმანი დააჭედა სასამართლოს კუბოზე

ერთ-ერთი პირველი რასაც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მივხედავთ, იქნება ის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, იყოს ნაფიცი-მსაჯულები და უცხოელი მოსამართლეები, რათა ასეთი ტიპის დამოკიდებული, კონტროლირებული სასამართლო აღარასოდეს გვყავდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვენეციის კომისიის ახალ დასკვნას „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე.

კაპანაძის თქმით, კომისიამ დაადასტურა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოსაზრებებს სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

„ვენეციის კომისიამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ „ქართული ოცნება“ არ ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი მეგობრების მოსაზრებებს სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

მათ სწრაფად მიიღეს კანონი, რომლითაც კიდევ ერთხელ ბოლო ლურსმანი დააჭედეს სასამართლოს კუბოზე, იმ გაგებით, რომ ყველანაირი ტრანსპარენტულობის, გამჭვირვალეობის და კრიტერიუმების გარეშე მისცეს საშუალება კლანს და ივანიშვილს, რომ მოსამართლეები დანიშნონ უზენაეს სასამართლოში.

ეს აუცილებლად შეიცვლება როგორც კი ივანიშვილი დამარცხდება და როცა გარდამტეხი ცვლილებები დაიწყება ამ ქვეყანაში, ერთ-ერთი პირველი რასაც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მივხედავთ, იქნება ის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი, იყოს ნაფიცი-მსაჯულები და უცხოელი მოსამართლეები, რათა ესეთი ტიპის დამოკიდებული, კონტროლირებული სასამართლო აღარასოდეს გვყავდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს