ტარიელ ნაკაიძე - საჭიროა გატარდეს კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ეკომიგრანტები არ იყვნენ ყურადღების მიღმა

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან სამცხეში, ზურაბ ჩილინგარაშვილთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: დერცელის, გორთუბნის, ნამნიაურის, მოხეს, ჭელას, ჭეჭლას, ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების, რუსთავის და ივერიას მოსახლეობას შეხვდა.

„ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა იყო ეკომიგრანტების ყოფითი პრობლემები. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამჟამინდელი მიდგომების შეცვლას ითხოვს.

„სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია რადიკალური ცვლილებების გატარება ეკომიგრანტებთან დაკავშირებით.

დღესდღეობით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მრავალი ოჯახი ცხოვრობს მეწყერსაშიშ ზონაში და ისინი დგანან რეალური ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე. ასეთ საშიშ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფო არ ანიჭებს არანაირ სამართლებრივ სტატუსს და ვალის მოხდისთვის სთავაზობს მხოლოდ 25 000 ლარს, რის შემდეგაც თავიდან იცილებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

მოდით ჩავხედოთ რეალობას თვალებში, განა საკმარისია ოჯახისთვის 25 000 ლარი, რომ აიყაროს თავის სახლიდან და ახალ ადგილას დაიწყოს ცხოვრება?! განა შესაძლებელია ამ თანხით ნორმალური საცხოვრებელის შეძენა?-რა თქმა უნდა, არა!

აღნიშნული პრობლემის მოგვარებისათვის საჭიროა სახელმწიფომ ეკომიგრანტებს მიანიჭოს სამართლებრივი სტატუსი, რითაც აიღებს მოსახლეობის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულებას. საჭიროა გატარდეს კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ეკომიგრანტები არ იყვნენ ყურადღების მიღმა და თავიდან ავიცილოთ მსგავსი უბედურებები რაც ხელვაჩაურში ახლახანს დატრიალდა“, -აცხადებს ნაკაიძე.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?