ბესარიონ სიმონიშვილი ხაშურში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს, ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სააგენტოს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უახლოეს მომავალში გადაეცემა. დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა