გიგი წერეთელი - მთელი მსოფლიო აქტიურად გაუწევს მონიტორინგს, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი საქართველოში

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც კოვიდპანდემიის გამო, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სადამკვირვებლო მისიებს შეზღუდული ფორმატით გამოგზავნის.

გიგი წერეთლის განცხადებით, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, ქვეყნები, რომლებიც აგზავნიან ეუთოს ეგიდით სადამკვირვებლო მისიებს, გადაწყვიტეს, რომ მისია ლიმიტირებული იქნება.

„ბოლო პერიოდში, პანდემიის უფრო გართულებულა სურათმა, მატებამ, მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, გავლენა იქონია რეგულაციებზე, გამკაცრდა მიმოსვლა და შესაბამისად, ბევრმა ქვეყანამ უფრო მკაცრი პოლიტიკის განხორციელება დაიწყო. ეუთოშიც არის ამგვარი გადაწყვეტილება, უფრო სწორად იმ ქვეყნებში, რომლებიც აგზავნიან ეუთოს ეგიდით დამკვირვებლებს, რომ უფრო ნაკლები და ლიმიტირებული იქნება მისია. ეს არაც არამც და არამც არ ნიშნავს, რომ მონიტორინგის ფუნქცია შესუსტდება, პირიქით, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო აქტიური იქნება მოქმედება და კოორდინაცია სხვა სადამკვირვებლო მისიებთან, ძალიან გაიზრდება როლი ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მსოფლიო აქტიურად გაუწევს მონიტორინგს, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი საქართველოში“ - განაცხადა წერეთელმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიგი წერეთელი - მთელი მსოფლიო აქტიურად გაუწევს მონიტორინგს, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი საქართველოში

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც კოვიდპანდემიის გამო, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სადამკვირვებლო მისიებს შეზღუდული ფორმატით გამოგზავნის.

გიგი წერეთლის განცხადებით, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, ქვეყნები, რომლებიც აგზავნიან ეუთოს ეგიდით სადამკვირვებლო მისიებს, გადაწყვიტეს, რომ მისია ლიმიტირებული იქნება.

„ბოლო პერიოდში, პანდემიის უფრო გართულებულა სურათმა, მატებამ, მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, გავლენა იქონია რეგულაციებზე, გამკაცრდა მიმოსვლა და შესაბამისად, ბევრმა ქვეყანამ უფრო მკაცრი პოლიტიკის განხორციელება დაიწყო. ეუთოშიც არის ამგვარი გადაწყვეტილება, უფრო სწორად იმ ქვეყნებში, რომლებიც აგზავნიან ეუთოს ეგიდით დამკვირვებლებს, რომ უფრო ნაკლები და ლიმიტირებული იქნება მისია. ეს არაც არამც და არამც არ ნიშნავს, რომ მონიტორინგის ფუნქცია შესუსტდება, პირიქით, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო აქტიური იქნება მოქმედება და კოორდინაცია სხვა სადამკვირვებლო მისიებთან, ძალიან გაიზრდება როლი ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მსოფლიო აქტიურად გაუწევს მონიტორინგს, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი საქართველოში“ - განაცხადა წერეთელმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო