არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის მხრიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე გამოხმაურება არსებითად დადებითია

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის მხრიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე გამოხმაურება არსებითად დადებითია. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული წესის მიხედვით პარლამენტს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობა უნდა დაესრულებინდა.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შევაფასებდი როგორც დადებითს. ვენეციის კომისიის მხრიდან არსებითად დადებითი შეფასება გაკეთდა საკანონმდებლო ცვლილებებზე. ჩვენ გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია. როგორც ჩვენი პარტნიორები ვენეციის კომისიაში, ასევე ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა, ევროკავშირის საელჩო წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ბოლო შესაძლებლობა იყო 30 სექტემბერი, ვინაიდან კანონმდებლობა ამბობს, რომ პარლამენტი არჩევნებამდე 1 თვით ადრე წყვეტს ფუნქციონირებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონი დავიცავით, დაველოდეთ ბოლო დღემდე და მივიღეთ ეს ცვლილებები.

მთავარი არის დამოუკიდებელი სასამართლოს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, ჩვენ ვერ გადავდებდით ამ პროცესს თვეების, წლის განმავლობაში, ვინაიდან ჩვენი არაერთი თანამოქალაქე სასამართლოებში თავის საქმეების განხილვას ელოდება და რა თქმა უნდა, ჩვენ მიმართ ლეგიტიმური მოლოდინი არის, რომ დროულად დაგვესრულებინა ეს რეფორმა. ფაქტია, რომ ცვლილებები, რომელიც ჩვენ გავატარეთ სასამართლო ხელისუფლებაში, ემსახურებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. "ვენეციის კომისიას ჰქონდა სურვილი დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში, თუმცა იმის, გამო, რომ კომისიას მოსაზრებისთვის გვიან მიმართეს, მას ძალიან ლიმიტირებული დრო ჰქონდა,"- აღნიშნავს ვენციის კომისია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა