გიორგი კახიანის განცხადებით, „ოცნების“ პარტიის წევრს სავალან მირზოევს „ლელოს“ აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრს სავალან მირზოევს „ლელოს“აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც კახიანმა განაცხადა, მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, მირზოევის პარტიულ კუთვნილებას უკავშირდება. მისი შესაფებით, ფაქტის ამსახველი ვიდეო, რომელიც „ფეისბუქზე“ გავრცელდა, „მძიმე და შეურაცხმყოფელია“.

გიორგი კახიანის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის წევრის, ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. გუშინ მოქალაქე რაშად მუსაევის მიერ, რომელიც არის პოლიტიკური პარტია “ლელოს” აქტივისტი, პირად გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც იგი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული პირი, როგორც უკვე აღვნიშნე არის პარტია ,,ლელოს“ აქტივისტი და აქტიურად არის ჩართული ,,ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტთაც დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. როგორც ჩანს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხების გამო იმდენად სასოწარკვეთილები და გამწარებულები არიან, რომ სამწუხაროდ, მსგავს სიბინძურეებს, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც კი კადრულობენ. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობას და საარჩევნო პროცესის ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანას, თუმცა როგორც ჩვენი პარტიის თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე ჩაიაროს.

ფაქტია, “ქართული ოცნება” არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს, რასაც ოპოზიციის ქმედებებიც ადასტურებს, რომელთაც სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა სიტუაციის რადიკალიზაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციებზე რეაქციისაგან, ყველა პროვოკაციისა და კანონდარღვევის შესახებ შესაბამისი უწყებების ინფორმირება დროულად მოვახდინოთ და არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ. როგორც უკვე აღვნიშნე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოების გამოძიება დროული, ეფექტური იქნება და დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს“,- განაცხადა კახიანმა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი კახიანის განცხადებით, „ოცნების“ პარტიის წევრს სავალან მირზოევს „ლელოს“ აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო