ზუგდიდში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოქალქეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი დაკავება პოლიტიზირებულია. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ალიკა კუპრავა კი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება, იმ ფონზე როდესაც მეზობელი ქვეყანა ომში არის ჩართული, არაკეთილმეზობლურია.

​"ვუერთდებით თბილისში მიმდინარე აქციას და ვაპროტესტებთ მათ დაკავებას. ეს საქმე დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა, გააგრძელა "პატრიოტთა ალიანსმა" და ახლა საქართველოს ხელისუფლება, სამართალდამცავი სისტემა ემსახურება რუსულ ინტერესებს", - განაცხდაა ალიკა კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წინ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას მხარდამჭერი აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. აქცია მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც შეურთდნენ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებოდა დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა