ივერი მელაშვილი - პროკურატურა ცდილობს, ყველა განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს - ძალიან ცუდად იყო გაგებული, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს

ერთი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა სხვა ქართველებთან შედარებით, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მელაშვილი განმარტავს, ნატალია ილიჩოვაც და თავადაც, მართლები არიან.

"ჩემი და ნატალიას მიზანი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პროცესი და წერტილი დაესვას, სიმართლე არის ერთი და დარწმუნებულები ვართ, რომ მართლები ვართ",- განაცხადა მელაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოზე წარადგინა და მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვა.

"პროკურატურა ცდილობს ყველა განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს. ძალიან ცუდად იყო გაგებული, ამოჭრილია. არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ისტორიულად, კულტურულად, ეთნოგრაფიულად, ყველანაირად ასეა. მე მხოლოდ იმაზე მქონდა საუბარი, რომ ხმამაღალი განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და არამხოლოდ დელიმიტაციის პროცესს. სამწუხაროდ, ცუდად იქნა აღქმული და გაგებული, იქ ვიღაცამ ისე გაიგო, თითქოს, მე სხვანაირად მიმაჩნია. არა ბატონო, მე ერთი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა სხვა ქართველებთან შედარებით",- განაცხადა მელაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის