ივერი მელაშვილი - როცა ჰაერზე ამბობ, თურმე, ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდაო, სულ მცირე დილეტანტიზმია, თუ არადა, მიზანმიმართული სიცრუეა აწყობილი იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ

როცა ჰაერზე ამბობ, თურმე, ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდაო, სულ მცირე დილეტანტიზმია, თუ არადა, მიზანმიმართული სიცრუეა აწყობილი იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, იმის მტკიცებულება, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საკუთარი ქმედებების შედეგად ტერიტორიის ნაწილი მეორე მხარეს გადასცეს, არ არსებობს.

„წარმოუდგენელია ისეთი რამის მტკიცება, რაც ბრალდებას წარმოდგენილი აქვს. 20000-იანი რუკიდან გამომდინარე ლაპარაკობენ იმაზე თითქოს, ოდესღაც, საზღვარი ისე გადიოდა, როგორც იმ რუკაზეა მითითებული და თურმე, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ძირგამომთხრელი მოქმედებების შედეგად გადასცეს მეორე მხარეს.

არ არსებობს ამის არც დოკუმენტალური მასალა, არც სხვა რუკა რომ ადასტურებდეს, იმეორებდეს ისეთ დახაზულობას, როგორც 200 000-იანი მასშტაბის რუკაზეა. თუ ქართული მხარე სარგებლობდა, მას მიწათსარგებლობა უნდა ჰქონოდა, ეს საბჭოთა კავშირის დროს ეჭვგარეშე იყო, ან კოლმეურნეობას უნდა კუთვნებოდა, ან საბჭოთამეურნეობას და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესენი არ გაქვს და ჰაერზე ამბობ, თურმე, რაღაც ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდა, სულ მცირე დილეტანტიზმია, თუ არადა, მიზანმიმართული სიცრუეა აწყობილი იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ.

მოწმეთა ჩვენებებია მოყვანილი, ისეთი ტყუილებია მითითებული, პირველი კურსის იურისტს ეჭვი შეეპარებოდა, თურმე, აზერბაიჯანის დელეგაცია ჩვენს დელეგაციასთან ერთად შეკრებილა დავით გარეჯის მონასტერში, იქ რუკები გაუშლიათ და მამაოებთან ერთად დაუწყიათ მისი განხილვა, თან აზერბაიჯანის დელეგაციაში ვიღაც ქალბატონი ყოფილა. იცით რაშია საქმე? მუსლიმები არიან, წარმოუდგენელი რამეა, მათი შეკრება მონასტერში მომხდარიყო, ეს იგივეა, აზერბაიჯანში შეხვედრაზე რომ გადავდივართ, მეჩეთებში შევიკრიბოთ. ამას გარდა, აზერბაიჯანის დელეგაციაში ქალი არ ყოლიათ, პირადად, მე ასეთი რამ არ მახსოვს. ამას ხომ მოგონება უნდა, ტყუილი უნდა შეთხზა, გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი იძიებს, რიგითი პატარა გამომძიებლები ხომ არ არიან? ეს ყველაფერი იმას მაფიქრებინებს, რომ მიზანმიმართული ქმედებებია", - განაცხადა მელაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის