დავით ჭიჭინაძე - „ოცნების" ხელისუფლება ცუდად დაასრულებს და ეს ფაქტია

„ოცნების" ხელისუფლება ცუდად დაასრულებს და ეს ფაქტია, - ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მალე მივიღებთ უივანიშვილო „ქართულ ოცნებას“ და უხელისუფლებო სახელმწიფოში აღმოვჩნდებით.

„ერთ მხარე გვეყოლება ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი სიმდიდრის შენარჩუნება - გადარჩენის შეეცდება, მეორე მხარეს, ასი ათასობით სამსახურის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანი. ქვეყანა კი, იმ მილიარდობით ვალის პირისპირ აღმოჩნდება, რასაც „ოცნების“ მთავრობა იღებს და პარტიული მიზნებისთვის ასე „კეთილშობილურად“ არიგებს.

დაპატიმრებებს რაც ეხება, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან სხვას რას უნდა ველოდეთ?! თანაც, მარტის მერე ისედაც ყველა დაპატიმრებულები ვართ. კარანტინის დროს სახლებში გამოკეტილი, შიმშილით რამდენი გარდაიცვალა, ამას რატომღაც არავი ითვლის... თავისუფლება წაგვართვეს, ვისაც არ ეზარება ყველა ფეხებს იწმენდს ქვეყნის კონსტიტუციაზე და ამ ყველაფერს, პრაქტიკულად მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ტაშისკვრით დაუჭირა მხარი.

მოკლედ, „ოცნების" ხელისუფლება ცუდად დაასრულებს და ეს ფაქტია. იმ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციის მაგიდის გარშემოც, ბევრი ისეთი პოლიტიკური ძალა იჯდა, ვის გვერდით დგომაც ცუდ სიზმარშიც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია!“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ