ეკა ბესელია - არჩევნები სამ კვირაში დასრულდება და ვნახოთ, გამოძიებას როგორი გაგრძელება, ინტერესი და დამოკიდებულება ექნება კარტოგრაფების საქმის მიმართ

არჩევნები სამ კვირაში დასრულდება და ვნახოთ, გამოძიებას როგორი გაგრძელება, ინტერესი და დამოკიდებულება ექნება კარტოგრაფების საქმის მიმართ, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად აღნიშნა, ასოციაციით, შესაძლებელია „კარტოგრაფების საქმე“ და „ფოტოგრაფების საქმე“ ერთმანეთს ჰგავდეს და შემთხვევითი არც ისაა, რომ ყველა არჩევნების წინ რაღაც გახმაურებული საქმე ჩნდება.

ბესელიას ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობის მიმართ უმრავლესობას ინტერესი არ ჰქონია.

„პარლამენტში დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისიის მოსმენა და ამ თემით დაინტერესება სამჯერ მოვითხოვე. არავის უმრავლესობიდან ეს თემა არ აინტერესებდა. ეს არის პირველი ინდიკატორი - თუკი თემის მიმართ გაქვს მგრძნობელობა, მხოლოდ დღეს არ უნდა გახსოვდეს. ამიტომ არ მჯერა, რომ ახლა განსაკუთრებულმა პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა. არჩევნები სამ კვირაში დასრულდება, მაგრამ ვერ დასრულდება გამოძიება. ვნახოთ, როგორი გაგრძელება, ინტერესი და დამოკიდებულება იქნება გამოძიების მხრიდან ამ საქმეზე. რაც ახლა ხდება, დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი არ არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?