პარლამენტში წარმოდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა არანაირად არ ნიშნავს, რომ ეს ის ბიუჯეტი და ის ხელისუფლება იქნება, რომელიც ქვეყანას გაისადაც მართავს, - ამ სიტყვებით დაასრულა ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ სხდომა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, საბიუჯეტო განხილვის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ საარჩევნო წელსაც კი, “ქართული ოცნება“ მოსახლეობას კრიზისიდან გამოსაყვანად ვერაფერს ჰპირდება და არ მოაქვს ცვლილებები.
“დღევანდელი განხილვის მთავარი დასკვნა არის ის, რომ საქართველო გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, რისი მომტანიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ ფრაქციის სხდომის დასასრულს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"