ირაკლი აბესაძე გიორგი კაკაურიძეს - თქვენ რეალურად, შექმენით ვალების ეკონომიკა

თქვენ რეალურად შექმენით ვალების ეკონომიკა, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს" ფრაქციების სხდომაზე, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებამ პანდემიის დროს 8 მილიარდი ლარი და ბიუჯეტის პროექტით კიდევ 3,2 მილიარდი ლარის ვალი აიღო, საბოლოოდ კი ამან შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ვალმა გადააჭარბოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს, რაც არღვევს ეკონომიკური თავისუფლების სახით გათვალისწინებულ მეორე პარამეტრს.

აბესაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ რეალურად საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკად გადააქცია.

“მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, სახელმწიფო ვალი, რომელიც ნომინალურ მაჩვენებელში თითქმის გააორმაგეთ და უფრო მეტად გაზარდეთ, უფრო სწორად და ეკონომიკასთან მიმართებაშიც თითქმის გააორმაგეთ. ყველანაირი ნიშნული გადალახეთ, წელს აიღეთ 8 მილიარდი ვალი, გასაგებია, რომ პანდემიას აბრალებთ ამას, მომავალ წელს იღებთ დამატებით 3,2 მილიარდ ლარს ვალად და ადიხართ 57%-ზე ეკონომიკასათან მიმართებით, ოღონდ თუ იქნება 5%-იანი ზრდა, რომელიც თქვენ დაგეგმილი გაქვთ და თუ ეს 5%-იანი ზრდა ვერ იქნება, მაშინ დიდი ალბათობით, შეიძლება დაგერღვეთ ასევე მეორე პარამეტრი ეკონომიკური თავისუფლების სახით გათვალისწინებული, როდესაც ვალი გადააჭარბებს ჩვენი მთლიანი ეკონომიკის 60%-ს და რეალურად ვიქნებით მართლაც ვალების ეკონომიკა, რომლისგანაც „გათავისუფლებას“ ივანიშვილი 2012 წელს ჰპირდებოდა მოსახლეობას“, – განაცხადა აბესაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა