ახალგაზრდობის სააგენტომ, ევროკავშირის პროგრამის skills for job ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტისთვის 1 მილიონი ევრო მოიზიდა

ახალგაზრდობის სააგენტომ, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან "გადავარჩინოთ ბავშვები", კონრად ადენაუერის ფონდთან და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად ევროკავშირის პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის" (Skills4Jobs) ფარგლებში, ახალი პროექტის „უნარები წარმატებისთვის" 1 მილიონი ევრო მოიზიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, პროექტის განხორციელება ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში არაფორმალური განათლების მიღების გზით, 16-26 წლის ახალგაზრდები საქართველოს ხუთ სამიზნე რეგიონში - გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში დასაქმებისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას შეძლებენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული ახალგაზრდობის სააგენტო სამიზნე რეგიონებიდან 30 აპლიკანტს შეარჩევს, რომლებიც „მობილურ ახალგაზრუდულ მუშაკებად" (Mobile Youth Workers) გადამზადდებიან, მათგან 20 ახალგაზრდული მუშაკი 2 წლის განმავლობაში, ადგილზე ახალგაზრდულ მუშაკად დასაქმდება.

„მობილური ახალგაზრდული მუშაკები" რეგიონულ დონეზე ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების გზით მათთვის საჭირო კომპეტენციებს გადაცემენ და ახალგაზრდული სერვისების განვითარებას შეუწყობენ ხელს.

პროექტი ასევე მოიცავს სატრენინგო მოდულებისა და ინოვაციური ლაბორატორიების შექმნას, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს შორის ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და დანერგვას, არსებული ციფრული ახალგაზრდული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების განვითარებას - განახლებას, მასში სხვა ვებ-გვერდებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ინტეგრირებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის ყოველმხრივი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო