სერგი კაპანაძე - ალტერნატივა არ არის მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის და ნებისმიერ არასწორ პროპაგანდას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ნებისმიერი კამპანია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, თვითონ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

კაპანაძის თქმით, ამგვარ არასწორ პროპაგანდას „ევროპული საქართველო“ ყოველთვის დაუპირისპირებს სიმართლეს.

„ზოგადად ივანიშვილის წისქვილზე წყალს ასხავს კამპანია, რომ ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი. რაც შეეხება ჩვენ კამპანიას, ჩვენი კამპანიის მთავარი ამოცანა არის, რომ ვესაუბროთ ხალხს, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რა არის ის, რისი გაკეთებაც გვინდა, როგორ შევამციროთ გადასახადები, როგორ დავუტოვოთ მეტი ფული ხალხს ჯიბეში, როგორ იყოს მცირე მთავრობა, როგორ დავზოგოთ ფული, როგორ გავაორმაგოთ პენსიები. ეს არის ჩვენი ხედვა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამის განხორციელებაში არის აუცილებელი, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ალტერნატივა არ არის მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის და ნებისმიერი მცდელობა რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, რომ თავისი არასწორი პროპაგანდა მოახვიოს საზოგადოებას თავზე, ჩვენი მხრიდან იქნება აღკვეთილი და ამას დავუპირისპირებთ ყოველთვის ერთადერთ ინსტრუმენტს რაც გვაქვს, ანუ სიმართლეს“, -განაცხადა კაპანაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს