მევლუთ ჩავუშოღლუ შვედ კოლეგას - ერთხელ მაინც რატომ არ გააკრიტიკეთ საბერძნეთი?

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და მისმა შვედმა კოლეგამ ან ლინდემ პრესკონფერენციაზე, ერთმანეთის მისამართით, ბრალდებები გაცვალეს.

ან ლინდეს გვერდით მდგომმა ჩავუშოღლუმ მინისტრს უსაყვედურა, თუ რატომ მოუწოდა სტოკჰოლმმა თურქეთს სირიიდან ჯარების გაყვანისკენ. მანვე შვედეთი ქურთი „ბოევიკების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ასევე საბერძნეთის მიერ მიგრანტებისადმი შესაძლო, მკაცრი მოპყრობის გამო, დუმილში ამხილა.

„აი, რის შესახებ მინდოდა მეკითხა: ვისი სახელით საუბრობთ, რომ თურქეთი უნდა გავიდეს სირიიდან, ანდა აფრთხილებთ თურქეთს? თუკი ასეთი მგრძნობიარე ბრძანდებით ადამიანის უფლებებისადმი, ერთხელ მაინც რატომ არ გააკრიტიკეთ საბერძნეთი?“ , - მიმართა ან ლინდეს მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ან ლინდემ ჩავუშოღლუს საყვედურს უპასუხა სიტყვებით: „მე თქვენი სტუმარი ვარ. აქ დებატებს არ გავმართავდი. მე უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ თურქეთში ყველას ექნება შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი შეხედულებები ისევე ღიად, როგორც ამას აკეთებთ თქვენ, მინისტრი“, - განაცხადა ლინდემ, რითაც თურქეთს სიტყვის თავისუფლების პრობლემის შესახებ მიანიშნა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს