დავით ბაქრაძე - მოსახლეობა ელოდება 31 ოქტომბერს, როგორც ცვლილებების შესაძლებლობას

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, თბილისში, ავლაბარში, მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა და მათ ცვლილებების გეგმა გააცნო. დავით ბაქრაძის თქმით, დღეს მოსახლეობაში უიმედობა და უპერსპექტივობაა, ხოლო ხელისუფლება ქვეყანას ამ მძიმე ჭაობში დარჩენას სთავაზობს.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ 31 ოქტომბერი მოუტანს თითოეულ მოქალაქეს გარდამტეხ ცვლილებებს და მეტ კეთილდღეობას.

„თბილისში „ევროპული საქართველოს“ აქტიური კამპანია გრძელდება. ადამიანებს ყველგან უნდათ და სჭირდებათ ცვლილებები. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, ხალხს აწუხებს უმუშევრობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და ყველა ელოდება 31 ოქტომბერს, როგორც ცვლილებების შესაძლებლობას. ეს არის მთავარი, რასაც „ევროპული საქართველო“ ჩვენს მოსახლეობას სთავაზობს. გარდამტეხი ცვლილებები ქვეყანას წაიყვანს წინ და მოუტანს ხალხს უკეთესობას. ეს განწყობაა თბილისშიც, რეგიონებშიც და დარწმუნებული ვარ, ეს განწყობა აისახება 31 ოქტომბრის საბოლოო შედეგებზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო