საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების კვლევა დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ ფარგლებში, საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების კვლევა ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოდან აცნობეს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ განაცხადა, კვლევის მიზანს ახალგაზრდული ორგანიზაციების სტრუქტურის, მუშაობის სისტემის, სამოქმედო გეგმის, არსებული რესურსებისა და საჭიროებების შესწავლა წარმოადგენს.

„კვლევის შედეგები დაგვეხმარება, პირველ რიგში, არსებული მდგომარეობის გაანალიზებაში, გამოწვევებისა და პრობლემების იდენტიფიცირებაში და შემდგომში უკეთესი გარემოს შექმნაში, სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ექნებათ მდგრადი სისტემა და განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამდაგვარი კვლევა, რომელიც კონკრეტულად ახალგაზრდულ ორგანიზაციებზეა მიმართული, ჯერ არ განხორციელებულა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, კვლევის ფარგლებში გამოიკითხება დაახლოებით 150 ახალგაზრდული ორგანიზაცია. კვლევის ანგარიშში შედეგები განზოგადდება და არ დასახელდება კონკრეტული ორგანიზაცია.

„ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ ერთწლიანი საპილოტე პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებასა და ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მდგრადი სისტემა ექნებათ და სრულყოფილად შეუწყობენ ხელს ახალგაზრდების პოტენციალის თვითრეალიზებასა და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პროექტი ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში, რომელიც საქართველოში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა