„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ - ანასეულის მოსახლეობა 30-წლიანი უწყლობის შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს

ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულებულია და მოსახლეობა 30 წლიანი უწყლობის შემდეგ, 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, მოადგილე, ირაკლი ნაფეტვარიძესთან ერთად ანასეულში შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„გურიის რეგიონში მიმდინარე პროექტებიდან გამოვყოფდი ანასეულის წყალმომარაგების მშენებლობას. წყალმომარაგების კომპანიამ, ვალდებულება აიღო აღნიშნული დასახლების სტაბილურ წყალმომარაგებაზე. პროექტი, მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაგვესრულებინა, თუმცა შევძელით და მოსახლეობას წყალს 24 საათის განმავლობაში უკვე ვაწვდით. ამ ეტაპზე დარჩენილია მცირე ტექნიკური სამუშაოები“, - განაცხადა გიგა მანდარიამ.

„წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობი, მაგისტრალური მილები, სატუმბი სადგური და წყალმომარაგების ახალი ქსელი.

„სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარამდე გამოიყო.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, გურიის რეგიონში ერთდროულად რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს