ლაშა დარსალიას განცხადებით, ექსპერტების შუალედური დასკვნით, 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადაო ტერიტორიაზე

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, 22 სექტემბერს, დავით გარეჯის საკითხზე, საერთაშორისო ექსპერტებმა შუალედური დასკვნა გამოაგზავნეს, სადაც წერია, რომ 1:200 000 -იანი მასშტაბის რუკა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადაო ტერიტორიაზე საქართველოს პრეტენზიებს ამყარებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიის მუშაობისას მთავარი ამოსავალი წერტილი იყო 1996 წლის პროტოკოლი, სადაც ხაზგასმულია, რომ რითაც კომისიებმა უნდა იხელმძღვანელონ არის 1938 წლის ხაზი, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკებს შორის არსებობდა.

"ერთ-ერთი სირთულე რაც კომისიას ჰქონდა იყო ის, რომ ბევრი მასალა არ იყო ხელმისაწვდომი, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი არგუმენტაცია დაფუძნებოდა . ეს იყო ერთ-ერთი სისუსტე. ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ამიტომ იყო ამ მასალების მოძიებაზე მუშაობა და სხვადასხვა დოკუმენტაციების შეგროვება, იქნებოდა ეს რუკები, პროტოკოლები, ოქმები და ა.შ. რამდენიმე თვის წინ გარკვეული მასალა დაგროვდა, მას შემდეგ იყო რუკები, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ამ მასალის ანალიზი თუ რამდენად გამოდგებოდა ის მომავალში მოლაპარაკებისას საქართველოს პოზიციის გასამყარებლად. იმისთვის, რომ ეს მუშაობა სრულყოფილი ყოფილიყო და დარწმუნებული ვყოფილიყავით ამ ნაბიჯების სისწორეში, ვიმუშავეთ მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთანაც. გარკვეული შეფასება ამ მასალების მათაც ვთხოვეთ. 22 სექტემბერს მივიღეთ შუალედური დასკვნა, რამდენად გამოსადეგი იყო ეს დოკუმენტაცია საქართველოს პოზიციებისთვის. 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში ჩამოსული ვიზიტით, ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ეს მასალები აზერბაიჯანის მხარისთვის გადაგვეცა. საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა მოლაპრაკებათა პროცესის ამ ნაწილმა და შევთანხმდით, რომ ქართულ-აზერბაიჯანული კომისია ამ მასალების შესწავლას დაიწყებდა. შემდგომ სხდომებზე მოხდებოდა ამ მასალების განხილვა და კომისიის მუშაობისთვის გამოყენება", - განაცხადა დარსალიამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის ნაწილის გასაჯაროვება შესაძლებელია, ნაწილი კი საქართველოს შემდგომი სტრატეგიის დასაგეგმადაა საჭირო.

"ამ შეფასებებში მკაფიოდ წერია, რომ 1:200 000 -იანი მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადაო ტერიტორიაზე. ასევე ის, რომ მათი თქმით, საერთაშორისო სამართლის კუთხით აღნიშნული რუკა განსახილველია არა როგორც ცალკე აღებულ რუკად, არამედ როგორც 1:500 000 რუკის მხარდამჭერ დოკუმენტად, რომელიც სავარაუდოდ, შესაძლოა 1:200000 -იან მასშტაბის რუკას ეფუძნებოდეს, რომელიც 1938 წლის გადაწყვეტილების ოქმის დანართადაა წარმოდგენილი. ასევე შეფასებული იყო ქართული მხარის მიერ სხვადასხვა დროს გადადგმული ნაბიჯები, რამდენად რელევანტური იყო, აქვეა შეფასებული, რომ გარკვეული გამონათქვამები სხვადასხვა დროს და ქართული ხელისუფლების მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები არასათანადოდ ამყარებს ჩვენს პოზიციებს და პირიქით, შესაძლოა, ჩვენს საზიანოდაც იქნას გამოყენებული. შესაბამისად, შემდგომში შესაცვლელი იქნება აზერბაიჯანელ კოლეგებთან მიმართებით გარკვეული მიდგომებიც", - განაცხადა დარსალიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს